რუსთავში “მომავალ ლიდერთა სკოლა” გაიხსნა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ინიციატივით, რუსთავში მომავალ ლიდერთა სკოლა გაიხსნა. კონკურსის შედეგად პროექტში მონაწილეობის მისაღებად ქვემო ქართლის რეგიონში სხვადსხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 ახალგაზრდა შეირჩა. 

ორგანიზატორების თქმით, პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მონაწილეების ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, მათი პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე, მათ პროფესიულ ზრდას.

რუსთავში მომავალ ლიდერთა სკოლის გახსნის ცერემონიას რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ნინო ქავთარაძე და GIP-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი – “მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) ”  მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადსხვა რეგიონში ხორციელდება.