რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე “მშრომელთა სოლიდარობის კავშირი” მოქალაქეების ხელმოწერებს, კამპანია “ღირსეული შრომისთვის” აგროვებს. კანონპროექტი, რომელიც “სოლიდარობის ქსელის” ინიციატივით შეიქმნა, მიზნად საქართველოს ორგანულ კანონში შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას და მშრომელთა უფლებების უკეთესად განსაზღვრასა მათ დაცვას ისახავს.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ითხოვენ:
1. სამუშაო დროის ხანგრძლივობა – კანონპროექტი საშუალებას მოგცემთ, რეალურად ისარგებლოთ 40 საათიანი სამუშაო კვირით და მიიღოთ შესაბამისი ანაზღაურება.
2. ზეგანაკვეთური სამუშაო – დამატებით სამუშაო დრო, რაც ანაზღაურდება ხელფასის 1,5 – ით გაზრდილი ოდნობით მაინც.
3. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა- 6 დღიანი სამუშაო კვირა და მინიმუმ ერთი დღე დასვენება.
4. დასვენების და შესვენების დრო – შესვენების დროის ოდენობის მინიმალური სტანდარტის დადგენა და დასაქმებულთათვის თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა. დასვენების დროის ადეკვატური ხანგრძლივობის განსაზღვრა.
5. სამუშაო დროის აღრიცხვა- დასაქმებულის ყოველდღიური სამუშაო საათების აღრიცხვა და ზეგანაკვეთური სამუშაოს გამოთვლის შესაძლებლობა.
6. ღამის სამუშაო – 22:00 საათიდან 6:00 საათამდე მუშაობის ანაზღაურება დღის სამუშაოს ხელფასის 25%-ით გაზრდილი ოდენობით.
ამავე წლის 17 თებერვალს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში აღნიშნული კანონპროექტი განიხილება.