რუსთავში პირბადეების მარაგი თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელში ამოწურულია. tv4-მა სააფთიაქო ქსელების რამდენიმე ფილიალი შეამოწმა. როგორც ცნობილი ხდება, პირბადეები აფთიაქებში არ არის , იმ შემთხვევაში,თუ რომელიმე ფილიალს მარაგი შემორჩენილი აქვს, შეზღუდული რაოდენობით იყიდება.
როგორც აფთიაქებში განაცხადეს, ქსელები პირბადეების შემოტანას გეგმავენ,თუმცა ფილიალებში ვარაუდობენ,რომ შესაძლოა მიწოდება დიდი ხნით ვერ მოხერხდეს.
tv4-სთან საუბარში , რუსთაველები ამბობენ,რომ პირბადეების შეძენა ქალაქში გაძნელებულია და ამასთანავე, ფასის მატებაც შესამჩნევი ხდება.