ქალაქ რუსთავში, სარაჯიშვილის ქუჩის N10-ის მისამართზე, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
როგორც ტენდერის პირობებშია აღნიშნული, წინადადებების მიღება 3 მარტიდან დაიწყება და 11 მარტს დასრულდება.
სააღმზრდელო დაწესებულების აშენება მაიაკოვსკის, ოსტროვსკისა და დავით გარეჯის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ჩართულობით გადაწყდა.
სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობის ფარგლებში, იგეგმება ეზოს კეთილმოწყობაც, რისთვისაც ჯამში 1 მილიონ 600 ათასი ლარია გამოყოფილი.
საბავშვო ბაღი 150-160 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.