რუსთავში ფერისცვალების სახელობის ტაძარი აკურთხეს და პირველი საზეიმო ლიტურგია აღავლინეს. დღევანდელი წირვა-ლოცვა მეუფე იოანემ აღავლინა და მრევლს ტაძრის კურთხევა მიულოცა.
ამიერიდან ტაძარში ღვთისმსახურებას მამა შალვა აღავლენს.
წირვა-ლოცვას ფერისცვალების სახელობის ტაძარში მრევლი და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ტაძრის მშენებლობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.