საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა იმართება

  ამ წუთებში, რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრამაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

Update: როგორც დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი,  რუსთაველ სტუდენტებს, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვთ სახელმწიფო გრანტი სრული ოდენობით და მათი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81-დან 100-მდე შეადგენს, სატრანსპორტო ხარჯების დასაფარად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად, 60 ლარით დაფინანსდებიან.

ამასთან, ცვლილება შევიდა სოციალური უზრუნველყოფის, „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ ქვეპროგრამაში.

როგორც კომისიის სხდომაზე, მერიის აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ნიკოლავამ განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილებით, მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც გარდაეცვლება შვილი, სოციალური სტატუსი  და პროგრამით სარგებლობის უფლება, ანუ თითო არასრულწლოვან ბავშვზე 35 ლარი უნარჩუნდება ​.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომას  გიგა ჯღარკავა უძღვებოდა.