საკრუიზო ხომალდზე კორონავირუსით დაინფიცირებულ მგზავრთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია,რომ კორონავირუსით 10 ადამიანი იყო დაინფიცირებული, თუმცა ბოლო ორ დღეში დაავადება 61 ადამიანზე გავრცელდა.
საკრუიზო ლაინერი ამჟამად იაპონიის პორტ იოკოჰამას აკვატორიაში, კარანტინის ზონაში იმყოფება და 3700-მდე მგზავრს მისი დატოვების უფლება შეზღუდული აქვს.









