სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა (+ვიდეო)

აბაშის რაიონში ჩქაროსნულ სამგზავრო მატარებელში ხანძარი მაშინ გაჩნდა, როდესაც ზუგდიდი-თბილისის რეისს ასრულებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა და შემთხევევის შედეგად  არავინ დაშავებულა.

ადგილზე ამ დრომდე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები არიან მობილიზებული.