სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რუსთავის ჰაერის მართვის გეგმა შემუშავდება

  რუსთავში არსებული მძიმე ეკოლოგიური პრობლემი- სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქმოქალაქო სექტორის წარმომადგემბლობით, სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრას,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა.
 
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ანგარიში და ასევე, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შემოწმებული ქარხნების შედეგები.
 
აღინიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რუსთავის ჰაერის მართვის გეგმა შემუშავდება, რაც ქალაქში ატმოსფერული ჰაერის ხარისხს გააუმჯობესებს. სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა სავარაუდოდ, თვის ბოლოს ჩატარდება.