სამხრეთ კორეა 42 108 აშშ დოლარით დააჯარიმებს ან ორწლიან პატიმრობას მიუსჯის მათ, ვინც სამედიცინო ნიღბებს იმარაგებს.
დროებით კანონი დღეიდან 30 აპრილის ჩათვლით ამოქმედდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანების ფსიქოლოგიური პრობლემაა.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ,რომ აღნიშნული გადაწყვეტილება,ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს.
მედიის ცნობით, ნიღბებზე დიდი მოთხოვნა შეინიშნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა, მათ შორის ბალტიის ქვეყნებში.