სანიტარიული ნორმების დარღვევა- ყველის არარეგისტრირებული მწარმოებლები გამოავლინეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყველის არარეგისტრირებული მწარმოებლები გამოავლინა.

სააგენტოს ცნობით,  ინსპექტირების ჯგუფები, კონტროლს იმ ფიზიკური პირების იდენტიფიცირებისათვის ახორციელებენ , რომლებიც არ არიან რეგისტრირებული, მაგრამ ორგანიზებულად ეწევიან ყველის წარმოება-რეალიზაციას.

ქვემო ქართლის რეგიონში, შემოწმების შედეგად, გამოვლინდნენ არარეგისტრირებული სუბიექტები, რომლებიც სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სხვა მოთხოვნების დარღვევით, ყველის წარმოება-რეალიზაციას ახორციელებდნენ. 

2020 წლის იანვრიდან  სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, ვინც ორგანიზებულად ეწევა სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას.