სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყველის არარეგისტრირებული მწარმოებლები გამოავლინა.
სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების ჯგუფები, კონტროლს იმ ფიზიკური პირების იდენტიფიცირებისათვის ახორციელებენ , რომლებიც არ არიან რეგისტრირებული, მაგრამ ორგანიზებულად ეწევიან ყველის წარმოება-რეალიზაციას.
ქვემო ქართლის რეგიონში, შემოწმების შედეგად, გამოვლინდნენ არარეგისტრირებული სუბიექტები, რომლებიც სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სხვა მოთხოვნების დარღვევით, ყველის წარმოება-რეალიზაციას ახორციელებდნენ.
2020 წლის იანვრიდან სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, ვინც ორგანიზებულად ეწევა სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას.