სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამარჯვებული სკოლების გუნდები დაჯილდოვდნენ

2019-2020 წელს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამარჯვებული სკოლების   გუნდები   სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა“ დააჯილდოვა.

სპორტული ტანისამოსი გეზრბენში, მაგიდის ჩოგბურთში, მინი ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთსა და ხელბურთში გამარჯვებული გუნდების 86 მოსწავლეს გადაეცა.

   სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ყოველ წელს, საქართველოს მასშტაბით ტარდება. რუსთავში სპორტულ პროექტს   სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი უწევს. რუსთავის გამარჯვებული გუნდები მარტის თვიდან რეგიონულ შეჯიბრში ჩაერთვებიან.