ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა-თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ცოლ-ქმარს ბოლო სამი წლის განმავლობაში თხუთმეტამდე ძაღლი ჰყავდათ ჩაკეტილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი ცხოველებს არასათანადო პირობებში ამყოფებდნენ. მეზობლების მოთხოვნით, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
“მოუვლელ, დაუბანელ მდგომარეობაში ჰყავთ ძაღლები, ჰაერზე საერთოდ არ გაჰყავთ. იძულებულები გავხდით სამაშველო სამსახური გამოგვეძახებინა” – აცხადებს მეზობელი.
ძაღლები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გადაიყვანა. გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიწყო.