საფეხბურთო კლუბ “რუსთავს” ახალწვეულები ჰყავს. ახალი სეზონიდან გუნდის ღირსებას ნიკოლოზ აფაქიძე, გიორგი გოცაძე, დენის დობროვოლსკი, გიგა სამხარაძე და თორნიკე მეტრეველი დაიცავენ.
გუნდი ახალი სეზონისთვის აქტიური მზადების გადამწყვეტ ფაზაშია. 26 თებერვლიდან “რუსთავი” წინასამატჩო შეკრებას გამართავს, ხოლო 2 მარტს ეროვნული ლიგა 2-ის პირველ საშინაო შეხვედრაში წყალტუბოს “სამგურალს” დაუპირისპირდება.