საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ბელგია დაამარცხა – 78:6

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრებმა ბელგია დიდი ანგარიშით – 78:6 დაამარცხა. პირველი ტაიმი 33:6 დასრულდა, მეორე ტაიმში კი „ბორჯღალოსნებმა“ 45:0 მოიგეს.

ევროპის ჩემპიონატის პირველ ორ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჯერ რუმინეთი დაამარცხა ანგარიშით – 41:13, შემდეგ კი ესპანეთს მოუგო – 23:10.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშებაში სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.