საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ჩინეთის პროვინციიდან, უხანიდან, განხორციელდა, უკვე საფრანგეთშია.
უწყების ცნობით, მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ. ისინი 14-დღიან კარანტინს საფრანგეთში გაივლიან.
მათივე ინფორმაციით, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უკვე ჩაუტარდათ სამედიცინო კვლევა და მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.