ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთიდან ფრენების აკრძალვის გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, ქვეყანას დღეს დატოვებს.
საქართველოს მოქალაქეები ჩინეთს დღეს ადგილობრივი დროით 23:50 საათზე დუბაის გავლით დატოვებენ და თბილისში 9 თებერვალს 15:50 საათზე ჩამოვლენ. მათ ტრანსპორტირებას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უზრუნველყოფს.
ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ ბოლო მონაცემებით, 722-ს მიაღწია, ჯამში კი ვირუსის 34 546 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.