საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე დაადასტურა. 

კორონავირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან დაბრუნდა. 50 წლამდე მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.