საქართველოში შესაძლოა ,Hollywood-ის კიდევ რამდენიმე ფილმი და სერიალი გადაიღონ- სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, Hollywood-ის მსხვილ სტუდიებთან რამდენიმე ფილმის და მათ შორის სერიალის საქართველოში გადაღებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე ცნობით, მოლაპრაკებების დასრულებამდე, კონკრეტულ დეტალებზე საუბრის შესაძლებლობა არ აქვს.
“Hollywood-თან მოლაპარაკებებია რამდენიმე სრულმეტრაჟიანი ფილმის და სერიალის საქართველოში გადაღებასთან დაკავშირებით. საუბარია, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში გადაღება წელსვე დაიწყება. “-განაცხადა ხიდურელმა
შეგახსენებთ, ჰოლივუდური ბლოკბასტერის – Fast&Furious 9-ის სცენების ნაწილი თბილისსა და რუსთავში გადაიღეს, რაც პროექტის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში განხორციელდა.