ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, საჯარო სკოლაში ხანძარია.
როგორც ცნობილი ხდება, ცეცხლი სკოლის მეორე სართულს და ჭერს უკიდია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სკოლიდან მოსწავლეების და მასწავლებლების ევაკუირება განხორციელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 35 მეხანძრე-მაშველი.
ფოტო:არ შეესაბამება რეალობას