სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წელს საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში 800-მდე, ხოლო სკოლების კვების ბლოკებში 70-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა . შემოწმების შედეგად 24 სხვადასხვა დარღვევა აღინიშნა, თუმცა, არცერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. სააგენტოს ცნობით, ინსპექტორებმა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს და ბიზნესოპერატორებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს .
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის, განცხადებით, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება სააგენტოს პრიორიტეტია და ინსპექტირებების ინტენსივობა მიმდინარე წელს კიდევ გაიზრდება.
სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმებისას ყურადღება ექცევა: კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, რეცხვა/დეზინფიცირებას, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინვენტარის (ინფრასტრუქტურის) მდგომარეობას, სურსათის დამუშავებისა და შენახვის ტემპერატურულ რეჟიმებს, ეტიკეტირებას, სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას.
ფოტო: tv4-ის არქივიდან