სკოლებსა და ბაღებში მავნე სურსათის შეტანა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტზე მუშაობს,რომლის თანახმადაც ,სკოლებსა და ბაღებში მავნე სურსათის შეტანა შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს. შესაბამისი ცვლილებები „სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ” კანონში იგეგმება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ განაცხადა, ახალი კანონპროექტი სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში კვების ხარისხის მიმართულებით რეგულაციებს გაამკაცრებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ,სამუშაო ვერსია ამოქმედდება და 2020-2021 სასწავლო წელს რეგულაციები სავარაუდოდ, უკვე კანონში აისახება. 

ცვლილებების თაობაზე კანონის პროექტის პარლამენტში დარეგისტრირება უახლოეს მომავალში იგეგმება.