თბილისში საჯარო სკოლის მოსწავლეს H1N1 ვირუსი დაუდგინდა.
სკოლის დირექტორის ცნობით, ღორის გრიპის შემთხვევა N161-ე საჯარო სკოლაში ნამდვილად დაფიქსირდა, თუმცა კარანტინი არ გამოცხადებულა. მისივე ცნობით მოსწავლე სახლში იმყოფებოდა.
დირექტორის განცხადებით, სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
წყარო: პრაიმტაიმი