სოკოს ქარხნის „თეთრი ქუდის“ მიმართ კომპოსტის წარმოებაზე ნებართვა არ იყო გაცემული და ვალდებულია საქმიანობის გასაგრძელებლად, ან შესაბამისი ნებართვა აიღოს, ან ადგილმდებარეობა შეცვალოს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
13 იანვარს, „თეთრი ქუდის“ დირექტორმა ტვ4-ს დაუდასტურა, რომ კომპოსტის წარმოების საამქრო რუსთავიდან მოშორებით გადავა. დეტალების გასარკვევად ტვ4 „თეთრი ქუდის“ დირექტორთან დაკავშირებას ბოლო 2 კვირაა, უშედეგოდ ცდილობს. ის ჩვენს სატელეფონო ზარებს კატეგორიულად არ პასუხობს. შესაბამისად, რა ეტაპზეა ტერიტორიის შერჩევის პროცესი კვლავ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ საწარმოს წარმოების პროცესს და მისგან გამოწვეულ უსიამოვნო სუნს ქალაქში, მოქალაქეების მხრიდან სერიოზული პროტესტი მოყვა.