სოფელ გუმბათში რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, საწარმოში დღეში საშუალოდ 7-8 ტონა რძეს გადაამუშავებენ და  სამი სახეობის ყველი  ქარხნული, სულგუნი და იმერული მზადდება. 

 გადამმუშავებელ საწარმოში 24 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი.

უწყების ინფორმაციით, საწარმოში ჯამურად 500,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 170,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დარჩენილი თანხა ბენეფიციარის და საერთაშორისო ორგანიზაცია Mercycorp-ის ინვესტიციაა.

ამასთან,  2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში  23 ახალი საწარმო ამოქმედდა.