სოფელ მუღანლოში სასმელი წყლის პრობლემა-გარდაბნის მერიის პასუხი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოსა და სააკაძეში ტექნიკური წყლის მიწოდების პრობლემა ხვალ გადაიჭრება-ამის შესახებ tv4-ს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განუცხადა. 

როგორც მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა აღნიშნა, ტექნიკური წყლის მიწოდების შეფერხება, ცენტრალური მაგისტრალის მილსადენებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებმა განაპირობა.

რაც შეეხება სოფელ მუღანლოს , დასახლების წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა, გარდაბნის მერია ელექტრონულ ტენდერს  უახლოეს დროში გამოაცხადებს,შესაბამისად მოსახლეობას პრობლემა სრულად მოუგვარდება

მუღალოში, დღეს მოსახლეობამ წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით, აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ რომ სოფელს სასმელი წყალი წლებია არ აქვს და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ტექნიკური წყლის მიწოდებაც შეეზღდათ