ბოლნისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოადგილესთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოფლის კრებები ამჯერად დაბა თამარისში, სოფელ ბალიჭში, ტანძიაში, ძველ ქვეშში, მუშევანში, საბერეთში, ჯავშანიანსა და ქვეშში ჩაატარა.
მოსახლეობამ ხელმძღვანელთან ერთად ადგილზე არსებული საჭიროებები განიხილა და პრიორიტეტები განსაზღვრა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი.
მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100 %-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.