სოფლის მხარდაჭერის პროგრამა-რა სამუშაოები განხორციელდება ბოლნისის სოფლებში?!

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბოლნისის სოფლების  მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ამჯერად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მერიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლებს: წიფორს, ჭრეშს, ხახლაჯვარსა და დარბაზს ეწვია.

მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ხახალაჯვარში გარე განათების ქსელი მოეწყობა. ჭრეშში შიდა გზების კეთილმოწყობა იგეგმება. დარბაზში კი სასმელი წყლის ქსელი გაკეთდება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100 %-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.