ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დღეს, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
დაზარალებულ მოქალაქეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეგახსნებთ, რომ ძლიერმა ქარმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 სოფელი, ქალაქი ბოლნისი და დაბა კაზრეთი დააზარალა.
ძლიერი ქარის შედეგად მუნიციპალიტეტში 50-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ამ ეტაპზე სპეციალური კომისია ზარალის ოდენობის დადგენაზე მუშაობს.
ადგილობრივი ხელისუფლებით ცნობით, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ყველა ოჯახს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა.










