ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა სამტრედიის შესასვლელთან მოხდა.
ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა,რის შედეგადაც მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი დაიღუპა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.