ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის მიმდებარედ ტყეში ხანძარია.
მოსახლეობის ცნობით,კვამლი რამდენიმე საათის წინ შენიშნეს. ტყის მასივი, სადაც ხანძარია, რთულად მისასვლელი რელიეფია, რის გამოც მეხანძრე-მაშველების ორი ეკიპაჟი ადგილამდე მისვლას ამ წუთებში ცდილობს.
როგორც ცნობილია,ცეცხლი დასახლებული ტერიტორიდან 10 კმ-ით არის დაშორებული. ცეცხლის გავრცელების არეალი ამ დრომდე უცნობია.