უცნობმა პირებმა სამკაულების მაღაზია გატეხეს

თბილისში, პეკინის გამზირზე სამკაულების მაღაზია გატეხეს. tv4-ის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მაღაზიას მინები აქვს ჩამსხვრეული.  პირველადი ინფორმაციით,  უცნობმა პირებმა მაღაზიიდან სამკაული და თანხა წაიღეს.  

ერთ-ერთ ვერსიით დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან. 

როგორც Tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით დაიწყო,რაც სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით ქურდობას გულისხმობს,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.