ფონიჭალაში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ გზაზე ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ფონიჭალის მონაკვეთზე ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

Tv4-ის ინფორმაციით, ტრაილერი სავარაუდოდ, ჯერ ხეს, შემდეგ კი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფონიჭალის ხიდთანაც,  ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული. შემთხვევების გამო, რუსთავი-თბილისის გზის გარკვეულ მონაკვეთზე საცობია.