ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა,დაშავდა 12

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში  თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა. 

უცხოური მედიის ცნობით,დაღუპულებს შორის 4 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა. ასევე,დაშავდა 12 ადამიანი.

ქაბულში აფეთქება თავდაცვის სამინისტროსთან მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია