ქართველები თურქეთში ღორის ხორცის მოპარვისთვის დააკავეს

თურქეთში, გირესუნის პროვინციაში, საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ​გირესუნის პოლიციამ ეჭვის საფუძველზე, საცხოვრებელ სახლში საოპერაციო სამუშაოები ჩაატარა, საიდანაც დაჭრილი, 700 კილოგრამი ღორის ხორცი ამოიღო.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცები ღორის ხორცს სარეალიზაციოდ ამზადებდნენ.

თურქეთის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სამინისტროს თანამშრომლება, ღორის ხორცი დააწვევინეს, შემდეგ კი დაამარხინეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.