ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს

მარნეულში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით  ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, ამა წლის 14 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა გოგონას და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა.

სამართალდამცველებმა ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს, გოგონა კი საკუთარ სახლში დააბრუნეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.