ბიზნესოპერატორები ვადაგასული სურსათის რეალიზებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდნენ

 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იანვრის თვეში 93 ობიექტი შეამოწმა. სააგენტოს ცნობით, გასულ თვეს , ძირითად შემთხვევაში ,ვადაგასული სურსათის რეალიზებისა  და ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის სამი ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდა.

სააგენტოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის მირანგულა ლიპარტელიანის ინფორმაციით, იანვრის თვეში  ,ქვემო ქართლის რეგიონში კრიტიკული შეუსაბამობის მიზეზით , საწარმოო პროცესი  არცერთ  ბიზნესოპერატორს არ შეჩერებია.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის დასაწყისიდან საბავშვო ბაღებისა და სკოლების სასადილოების შემოწმება მოხდა.  სააგნეტოს ცნობით, დაწესებულებებში ვითარება დამაკმაყოფილებელია.