ქვემო ქართლში რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

 „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, დმანისში რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება.ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

 საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი ლარი მოხმარდება მაღალმთიან რეგიონებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ხოლო მეორე 10 მილიონი კი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, დმანისისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში აშენდება და აღიჭურვება რძის გადამამუშავებელი ორი საწარმო.

ამასთან,დაგეგმილია ექვსი კოოპერატივის თანადაფინანსება და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში აშენებული რძის საწარმოსათვის საოფისე ინვენტარისა და რძის მზიდი ორტონიანი ავტომანქანის შეძენა

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიის ინფორმაციით,ფონდის თანხა მოხმარდება სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალის” ფარგლებში მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული ღვინის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსებას, და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული რძის მწარმოებელი კოოპერატივებისთვის შესაბამისი აღჭურვილობის შეძენასა და გადამამუშავებელი-შემნახველი საწარმოების პროექტირებას.

 2019 წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ შემუშავებული „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ხუთწლიანი სტრატეგია. სტრატეგიის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

საქართველოში მთის სტატუსი  ქვეყნის 1,731 დასახლებას აქვს მინიჭებული  და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით  246,012 მოქალაქე სარგებლობს.