ქობულეთში მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იგი ქობულეთის კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით,  მამაკაცებს შორის უთანხმობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19.108 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრაზ მკველელობის მცდელობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და ექსპერტ კრიმინალისტების ჯგუფები მუშაობენ.