სოფელ ყარაჯალარის დამწვარ ავტომობილში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალართან მისასვლელ გზაზე, ტყეში სამართალდამცველებმა დამწვარი ავტომანქანა ნახეს. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანაში 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი იყო, რომელიც ტაქსის მძღოლია. Tv4-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივი არ არის.
შემთხვევა შუა დღის საათებში მოხდა.
წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.