შეზღუდვები გზებზე

დიდთოვლობამ და ტემპერატურის მკვეთრმა ვარდნამ საქართველოს მასშტაბით გზებზე პრობლემები შექმნა. 

 ჩაკეტილია კობი-გუდაურის გზის მონაკვეთი  და მოქალაქეებს ღამის თევა მანქანებში უწევთ ,ამასთან  რამდენიმე დღეა გზაზე სატვირთოებს არ ატარებენ.

უკვე მეოთხე დღეა მძღოლები გზის გახსნას ელოდებიან. 

გზა ამ დროისთვის, მხოლოდ ჯვრის უღელტეხილამდეა გაწმენდილი, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები  მაინც მიმდინარეობს, რათა გზები სრულად გათავისუფლდეს.

დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან აჭარაშიც. სულ 84 ერთეული სპეცტექნიკა არის მობილიზებული, რომელიც გზას ამ დრომდე წმენდს.