შიდა საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხებზე სამუშაო ჯგუფი მსჯელობს

 რუსთავის საკრებულოში ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.  სამუშაო შეხვედრის ფარგლებში  2019 წელს შიდა საქალაქო საზოგადოებრივ ტრანსპორტში გატარებული სამუშაოების და სამომავლო გეგმების განხილვა/შემუშავების საკითხზე მსჯელობენ. სხდომას  სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, გურამ კვარაცხელია უძღვებოდა.


სხდომაზე შ.პ.ს. „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“ იურისტმა იოსებ შველიძემ, ქალაქში არსებულ შვიდივე სამარშუტო მიმართულებაზე დეტალური ანგარიში წარმოადგინა. მან ასევე იმსჯელა, კომპანიის მიერ 2019 წელს შიდა საქალაქო საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გატარებულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე. განიხილა 2019 წლის სტატისტიკა და მონიტორინგი.

როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, კომპანიამ ავტობუსების შიდა ინტერიერი მოაწესრიგა, სავარძლების გადასაკრავები განაახლა , შეცვალა ტრაფარეტები, ცეცხლმაქრები. „მარის არხის“ დასახლებაში განახლდა საგზაო ნიშნები,დამონტაჟდა შუქნიშნები.

როგორც შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს, სამომავლოდ სამუშაოები უნდა გატარდეს შიდა საქალაქო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. კერძოდ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საუბარი შეეხო, ტრაფარეტების განახლების და ტრანსპორტის  გადაღებვის საკითხს. ასევე, შიდა სივრცის მოწესირგებას. 

კომპანიის წარმომადგენლებმა, ძირითად პრობლემად მომმარაგებელ კომპანიასთან პრობლემები დაასახელეს,თუმცა დეპუტატების განცხადებით, ეს კომპანიის  პასუხისმგებლობაა და საკითხი დროულად უნდა გადაიჭრას.

სხდომას ასევე ესწრებოდა, რუსთავის მერიის ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი, დაჩი გიორგაძე და სამუშაო ჯგუფის წევრები.