შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის გზაზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები

თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის კმ1-კმ17.5 მონაკვეთზე, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები. ​

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.