ჩეხეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ორსართულიანი ავტობუსი, რომელშიც 70 ბავშვი იმყოფებოდა, ქალაქ ლოუნთან გადატრიალდა.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ბავშვი დაშავდა, რომელთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ის სავალი გზიდან გადავიდა და გადატრიალდა.