ჩინეთიდან ევაკუირებული მოქალაქეები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან

ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე  საჩხერეში, სასტუმროში არიან განთავსებული.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის ცნობით,34 პირი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

როგორც ცნობილი ხდება,  ორ მათგანს გუშინ 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდა, თუმცა დღეის მდგომარეობით არცერთ მათგანს მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე ორკვირიან საკარანტინო პერიოდს საჩხერეში გადის. ისინი საჩხერის სამედიცინო ცენტრის მიმდებარედ, სასტუმროში არიან განთავსებული. მათ შორის 24 ქალი, 8 კაცი და ორი ბავშვია.