კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ დაღუპულთა რაოდენობას გადააჭარბა

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის, ლი იანის ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა, ხუპეის პროვინციის გარეთ, ჩინეთის სხვა რეგიონებში, მეექვსე დღეა რაც მცირდება.

„უკვე მეოთხე დღეა, რაც არცერთ ახალ ქვეყანასა თუ რეგიონში არ დადასტურებულა ვირუსის შემთხვევები. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტის უახლესი სტატისტიკის მიხედვით, 9 თებერვლის მონაცემებით, სულ დადასტურებულია კორონავირუსის 35 982 შემთხვევა, გამოჯანმრთელების 3 281 და სიკვდილის 908 შემთხვევა, შესაძლო შემთხვევების რაოდენობა კი შეადგენს 23 589-ს.სულ დაფიქსირებულია 399 487 ახლო კონტაქტის შემთხვევა, იმ ახლო კონტაქტის შემთხვევების რაოდენობა, როცა ჯერ კიდევ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება პირი, შეადგენს 187 518-ს. კარგი ამბავი არის ის, რომ 2 თებერვლიდან დაწყებული გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობას. ახალი შემთხვევების რაოდენობა ხუპეის პროვინციის გარეთ, ჩინეთის სხვა რეგიონებში, მეექვსე დღეა რაც მცირდება“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

მისი თქმით, დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ეპიდემიის პრევენცია და კონტროლია.