ჩინეთის მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის ნიშნებით შეიყვანეს

ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის ნიშნებით ჩინეთის მოქალაქე შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები აღენიშნება. 

როგორც ცნობილი ხდება, ქალი თბილისის სხვა კლინიკაში იყო მოთავსებული, თუმცა მისი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყდა. 

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით,კომენტარი ამ დრომდე, არ გაკეთებულა.