ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 723-ს მიაღწია

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ცნობით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 723-ს მიაღწია.

ჯანდაცვის კომისიის ცნობით, ბოლო  24 საათის განმავლობაში ვირუსით 86 ადამიანი დაიღუპა და დაინფიცირების 3 000 -ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით სულ 34 546 ადამიანია ინფიცირებული.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში იზრდება ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობაც.  ხელისუფლებაში განცხადებით, საავადმყოფოებიდან 2 050 ადამიანი გაეწერა.