ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისიის ინფორმაციით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 563-მდე გაიზარდა, დაავადებულთა რაოდენობამ კი – 28 000-სს გადააჭარბა. გამოჯანმრთელებულია 1 153 ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში კარანტინში 186 000 პირი იმყოფება.
ჩინეთის გარდა, ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევა 25-მდე ქვეყანაშია გამოვლენილი.